23.დეკემბერი .2021 21:14

თხევად გაზზე მოთხოვნა 10%-ით შემცირდა - იმპორტიორი

 თხევად გაზზე მოთხოვნა 10%-ით შემცირდა - იმპორტიორი
views 496
უკან

თხევადი გაზის იმპორტიორი კომპანია „გაზჯორჯია იმპორტის“ ხელმძღვანელის თქმით, ადგილობრივ ბაზარზე თხევადი გაზი წინა წელთან შედარებით გაძვირებულია, თუმცა ბოლო თვეებში ფასის კლების ტენდენციაა. ამის შესახებ მან თხევადი გაზის ბაზარზე არსებული მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 1 ლიტრი თხევადი გაზი დღეისთვის 1.65-1.70 ლარი ღირს, მაშინ, როცა გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში ის 1,40-1,45 ლარი ღირდა.

„გასულ წელთა შედარებით ამ ეტაპისთვის თხევადი გაზის ღირებულება გაზრდილია, მიზეზი ეკონომიკის აღდგენის გამო ბუნებრივ გაზზე გაზრდილი მოთხოვნის გამო მისი გაძვირებაა, რამაც მოთხოვნა თხევად გაზზე გაააქტიურა და ღირებულებაც გააძვირა. ახლა, როდესაც ბუნებრივ გაზის ღირებულება შემცირდა, თხევადი გაზიდან კვლავ ბუნებრივ აირზე გადასვლა მოხდა, შესაბამისად ფასიც დასტაბილურდა და დღეისთვის რუსეთის ბირჟებზე თხევადი გაზის ღირებულება შემცირებულია. გაიაფების ტენდენცია დაახლოებით 1.5 თვის წინ დაიწყო.

ჩვენს რეალობაში დღეს თხევადი გაზის ღირებულება 3 თვის წინ არსებული 1.93 ლარიდან 1.65-1.70 ლარის ფარგლებშია“, - განმარტა მან.

ნარიმან ფირცხელიანის თქმით, დღეისთვის საქართველოში თხევად გაზზე მოთხოვნა დაახლოებით 10%-ითაა შემცირებული.

„10 ლიტრი ბენზინი ბუნებრივ გაზში რომ გადაიყვანო 8.5 კუბი მოდის, რაც საშუალოდ 11.5 ლარი ღირდა. ხოლო 10 ლიტრ ბენზინზე 13 ლიტრ თხევადი გაზი მოდის, როდესაც ლიტრის ღირებულება 1.90 ლარზე ავიდა, თხევადი გაზის ჩასხმა 23-25 ლარი ჯდებოდა. შესაბამისად, საწვავთან შედარებით სხვაობა დიდი არ არის და მომხმარებელი ბუნებრივ გაზზე გადადის. 10%-იანი კლება იმის ხარჯზე გვაქვს, რომ ბოლო პერიოდში გაზგასამართი სადგურების ნაწილი დაიხურა და მათი მომხმარებელი მოქმედ სადგურებს შეემატა“, - აღნიშნა ნარიმან ფირცხელიანმა.