მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უახლოეს დღეებში თსუ სტუდენტებს შესაბამის პლატფორმებზე დაარეგისტრირებს და მათ გზამკვლევებს დაუგზავნის

5e68da64627b5
ინგა მურუსიძე
11.03.20 17:40
670
თსუ უახლოეს დღეებში სტუდენტებს შესაბამის პლატფორმებზე დაარეგისტრირებს და მათ გზამკვლევები დაუგზავნის, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, სწავლის პროცესის ელექტრონული კომპონენტებით დაწყების თარიღთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სხვადასხვა კურსის ფარგლებში მასალების, პრეზენტაციების, ვიდეოჩანაწერების ატვირთვას ელექტრონულ მატარებლებზე, მიმდინარეობს მათი ტესტირება.

უახლოეს დღეებში დაიწყება სტუდენტების შესაბამის პლატფორმებზე დარეგისტრირება და პროცესის მომზადების მიზნით, მათ ვიდეოგაკვეთილები და გზამკვლევები დაეგზავნებათ.

დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება თსუ ვებგვერდზე, ფეისბუქის გვერდზე, LMS.TU.GE-ზე და პარალელურად, სტუდენტებს მოკლე ტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ“, - ნათქვამია თსუ-ს განცხადებაში.