მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელი ინვესტორი რომ იყოთ, საქართველოში ფულს ჩადებდით? - სოსო ფხაკაძის პასუხი

5fecbff789d8b
თამთა ჯიჯავაძე
30.12.20 23:00
7030
თქვენ რომ უცხოელი ინვესტორი იყოთ, ჩადებდით თუ არა საქართველოში ფულს? - ამ შეკითხვას გადაცემა „საქმის კურსში“ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ასე უპასუხა.

„2020 წელს არ დაწყებულა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემცირება, ეს წინა პერიოდში დაიწყო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ქვეყანაში და ჩვენ ღიად ყველა სივრცეში ამაზე ვსაუბრობთ.
ვერცერთი ქვეყნის ეკონომიკა ვერ განვითარდება, თუ არ უქნება უცხოური ინვესტიციები. ჩვენ წყალივით და ჰაერივით გვჭირდება უცხოური ინვესტიციები. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კუთხით რაც არის გასაკეთებელი, ეს არის შიდა სავალუტო ბაზარზე არსებული კონიუქტურის დასტაბილურება. ძალიან მძიმე და რთულია იმ ვითარებაში დააინტერესო უცხოელი, რომ ინვესტიციები განახორციელოს საქართველოში“.

ცნობისთვის, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 23.6%-ით შემცირდა და მან $302.6 მილიონი დოლარი შეადგინა. ჯამურად, წლის 9 თვეში კი FDI $719 მილიონი დოლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 24%-ით ანუ $228 მილიონი დოლარით ნაკლებია. საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში ინვესტიციების შემცირება ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში შეიმჩნევა, გარდა საფინანსო სექტორისა, რაც სავარაუდოდ, ბანკების მიერ წლის განმავლობაში მოზიდულ სესხებს უკავშირდება. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 37.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მლნ აშშ დოლარით.