“აჭარა ჯგუფში” შემავალი ფერმერულ მეურნეობაზე ორიენტირებული “უდაბნო”, ორგანულად მოყვანილ ნუშს ევროპის ბაზრებზე გაიტანს.
როგორც “უდაბნოს” დირექტორმა გოდერძი მეტრეველმა აღნიშნა, წელს რამდენიმეწლიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ, პირველადი მოსავლის აღება იგეგმება. შედეგად 2021 წელთან შედარებით, წელს კომპანიაში 6-ჯერ მეტ მოსავალს ელოდებიან.
“2021 წელს ნუშის გულის მოსავალი 3 ტონამდე იყო, ხოლო წელს 1 200-დან 1 300 ტონამდე გულს მივიღებთ. უდაბნოდან ექსპორტირებული 1 კგ ნუშის საფასო სეგმენტი 4-დან 6 ევრომდე იქნება, გააჩნია ნაყოფის ზომას და ხარისხს. გასული წელი ჩვენთვის სატესტო იყო, ლაბორატორიული კვლევები გავაკეთეთ და დამაკმაყოფილებელზე უკეთესი შედეგები გვაქვს. თუ ნუშის ტექნიკურ რეგლამენტს ყველა მწარმოებელი პირნათლად შეასრულებს, რა თქმა უნდა, შეგვიძლია კონკურენტუნარიანები ვიყოთ. გვაქვს იმის შესაძლებლობაც, რომ ქართული ნუში ევროპის ბაზარზე გაჩნდეს და სხვა ქვეყნებთან კონკურენტუნარიანები ვიყოთ.” - აღნიშნა გოდერძი მეტრეველმა.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 5 თვეში ქვეყნიდან 119.43 ტონა ნუში გავიდა. საიდანაც ყველაზე დიდი რაოდენობა 79.49 ტონა სომხეთზე, 19.96 ტონა ყაზახეთზე და ამდენივე 19.96 ტონა ყირგიზეთზე მოდის. საქართველოში გაშენებული ნუშის ჯიშების 90% ევროპულია, ასევე საქართველოში არის ამერიკული ჯიშის ნუშიც. კომპანიები ნუშის მოსავალს შემოდგომაზე აიღებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე