მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ავტობუსების სერვისი "თბილისის სატრანსპორტო" კომპანიას 3 მლნ ევრო დაუჯდება

62552d01d64d2
შოთა ტყეშელაშვილი
12.04.22 12:08
1036
თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დედაქალაქში მოძრავი ახალი ავტობუსების, კერძოდ კი "ჯი თი ჯგუფისგან" შეძენილი Anadolu Isuzu-ს მარკის ავტობუსების სერვისისთვის მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების თანახმად, ეს სერვისი თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 3 მილიონი ევრო ანუ 10 მილიონი ლარი დაუჯდება. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მთლიანობაში Anadolu Isuzu-ს მარკის 220 8-მეტრიანი ავტობუსი შეიძინა. პროექტის ღირებულება 64 მილიონ ლარს შეადგენდა.