მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინული მზესუმზირის ზეთის ექსპორტი იზრდება

5dc1b1bc18686
მიხეილ ხაჩიძე
05.11.19 21:20
2447

უკრაინაში მზესუმზირის ზეთის ექსპორტი და წარმოება სწრაფად იზრდება. როგორც გამოცემა Хабар 24-ი იუწყება, წელს მცენარეული ზეთის ექსპორტი 15,5%-ით არის გაზრდილი. მათივე ცნობით, სულ რაღაც ერთ წელიწადში ქვეყნიდან ექვსი მილიონი ტონა პროდუქტი გავიდა, რაც მსოფლიო წარმოების 35%-ს შეადგენს.


დღესდღეობით უკრაინული მზესუმზირის ზეთი გასაყიდად მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნის ბაზარზე გადის. მისი ექსპორტი ჩინეთში, ინდოეთში, შტატებსა და ევროპაში ხორციელდება.


აღსანიშნავია, რომ როგორც ბაზრის მიმოხილველები განმარტავენ, მზესუმზირის ზეთის ჭარბი მოხმარებისა და კარგი გაყიდვების მიუხედავად, მომდევნო წლისთვის პროდუქციაზე ფასების ზრდაა მოსალოდნელი.