28.იანვარი .2023 12:13

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს (რ)

 USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს (რ)
views 4409
უკან

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.

„ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი - ადამიანები, რომლებიც წლებია ჩვენთან ერთად მოდიან, ან თუნდაც პირველად ისარგებლეს USA2GEORGIA-ს სერვისით, გვიყვარს ყველა, ვისაც სჯერა ჩვენი, ათასობით კილომეტრის სიშორეზე გვანდობს თავის ნივთებს, რომლებიც ხშირად მათი ახდენილი ოცნებებია და სულმოუთქმენლად ელის როდის ჩამოვუტანთ აშშ-დან საქართველოში.

15 წელია დიდი სიყვარულითა და მონდომებით ვაშენებთ USA2GEORGIA-ს ბრენდს, ვცდილობთ ვიყოთ ადამიანების საიმედო დასაყრდენი, ერთგული პარტნიორი და მივცეთ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება განვითარებული ქვეყნების მოქალაქეთა მსგავსად ისარგებლონ ინოვაციური, პროგრესული სერვისებით და ამ გზით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო მიზნის მიღწევაში - ყველამ ერთად ვიცხოვროთ კიდევ უფრო უკეთეს ქვეყანაში.

ჩვენი ბრენდის მთავარი ღირებულება - ადამიანების სიყვარულია, კიდევ დიდი გზა და ბევრი წელი გვაქვს ერთად გასავლელი, ერთმანეთთან ნებისმიერ ფორმატში დავას, გვირჩევნია ჩვენმა გუნდმა წარმოქმნილ გაუგებრობას უპასუხოს - ურთიერთგაგებითა და 100%-იანი პასუხისმგებლობით.

გვსურს, მივმართოთ USA2GEORGIA-ს მომხმარებელთა იმ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ სახელშეკრულებლო ცვლილების შესახებ ინფორმაცია დროულად არ მიუღია - შეავსოს კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური განაცხადის ფორმა. კომპანიის მენეჯმენტი პირდება მომხმარებლებს, რომ უსწრაფესად განიხილავს თითოეულ შემთხვევას და მოცულობით წონასთან დაკავშირებით გაწეული დამატებითი ხარჯი, მოკვლევის შემდეგ დაუყოვნებლივ აუნაზღაურდება.

USA2GEORGIA - წლების განმავლობაში, მომხმარებელთა ნაცვლად ფარავდა მოცულობითი წონის გადასახადს საოპერაციო ხარჯებიდან, მოხარული იქნებოდა ჩვენი გუნდი - აღნიშნული აქციის გახანგრძლივებისათვის კომპანიას ჰქონოდა შესაბამისი ფინანსური რესურსი, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე გადაზიდვების მიმართულებით გაზრდილი ფასებისა და გამკაცრებული რეგულაციების ფონზე, შეუძლებელია მოცულობითი წონის აქციის მუდმივი შენარჩუნება, თუმცა გამოსავალი აქაც არის და დაბრუნდა ამანათების „ზომაში შემცირების / გადაფუთვის" სერვისი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

სიყვარულით, USA2GEORGIA-ს გუნდი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა