მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Valio-მ რუსეთში არსებული ბიზნესი გაყიდა

6267e9aa5da40
ვიქტორია მღებრიშვილი
26.04.22 20:55
994
რძის პროდუქტების ფინურმა მწარმოებელმა კომპანია Valio-მ რუსული სურსათის მწარმოებელი კომპანია „ველკომისთვის“ ბიზნესის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. მხარეები გარიგების თანხის გაუთქმელობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნათქვამია Valio-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„შეთანხმების მიხედვით, რუსული კომპანია მოსკოვის ოლქში მდნარი და ნახევრადმყარი ყველის საწარმოს Viola-ს ბრენდით მიიღებს; ამგვარად ბიზნესის ახალი მფლობელი ამ ბრენდით პროდუქტის წარმოებას განაგრძობს და ლოკალურ ასორტიმენტს შეინარჩუნებს.

საკუთრების სტრუქტურების ცვლილების შემდეგ ყველა თანამშრომელი მუშაობას „ველკომში“ გააგრძელებს. შედეგად ბრენდი Valio რუსულ მაღაზიებში შეფუთვის მარაგის და ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე დარჩება."ველკომი“ პროდუქციის წარმოებას გარდამავალ პერიოდში შეთანხმებაში არშესული ბრენდებით შეძლებს, რაც შესაძლოა, წლის ბოლომდე გაგრძელდეს. Valio Viola-ს პროდუქტის ბრენდის ახალ ყველის სახეობების წარმოების უფლებები, რომლებიც ფინეთში იწარმოება და იყიდება შეთანხმებაში არ შედის“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, Valio-ს საერთაშორისო ოპერაციებისა და ექსპორტის ჯამური ღირებულება ყოველწლიურად, დაახლოებით, 750 მლნ ევროა ანუ Valio-ს მთლიანი წმინდა გაყიდვების, დაახლოებით, 40%.

2020 წელს Valio-ს გაყიდვებმა რუსეთში 85 მლნ ევრო შეადგინა, რაც კორპორაციის საერთაშორისო გაყიდვების, დაახლოებით, 5%-ს შეადგენს (1.8 მლრდ ევრო);

Valio-მ რუსეთში საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება 7 მარტს მიიღო.

„რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმამ რუსეთში ჩვენი ოპერირების გაგრძელება როგორც ეთიკური, ასევე ბიზნესპერსპექტივიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახადა. გაზაფხულის დაწყებიდან ჩვენს გადაწყვეტილებებს და შესაფერის მყიდველს ვეძებდით. გარიგებით ჩვენ დავასრულებთ პროცესს და ჩვენი ოპერაციები დასრულდება“, - განაცხადა Valio-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ანიკა ჰარმემ.