მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვფიქრობ, ისრაელში დასაქმებისთვის საქართველოს მოქალაქეები სექტემბერში გაემგზავრებიან” - მინისტრის მოადგილე

62824a532208b
ანუკა ჯოხაძე
16.05.22 21:40
1888
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროგრამით სარგებლობის მიზნით საქართველოს მოქალაქეები კვლავ გადამზადებას გადიან.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ამბობს, ამ ეტაპზე შესაბამის ვაკანსიაზე გადამზადებას საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე გადის. მისი თქმით, საქმე ეხება შინმოვლის სპეციალისტებს, რომელზეც ისრაელის მხრიდან მოთხოვნა დაფიქსირდა, თუმცა შესაბამისი კადრების მოძიება საქართველოში გართულდა. ბარკალაიას თქმით, ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროგრამით 200-დან 300-მდე საქართველოს მოქალაქე ისარგებლებს.

“გერმანიის სეზონური დასაქმების პროგრამისგან ისრაელში დასაქმების პროგრამა განსხვავდება. ისრაელში არის პროფესიული დასაქმება. სწორედ სეზონურ დასაქმებაზე არის უფრო მეტი მოთხოვნა და შესაძლებლობა რომ მუშა ხელი მივაწოდოთ. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მას არ სჭირდება განსხვავებული და განსაკუთრებული კვალიფიკაცია. სწორედ ამიტომ ისრაელთან მიმართებით გარკვეული პერიოდი დასჭირდა გადამზადების პროცესს და გაგვიჭირდა კადრების მოძიება. კვალიფიკაციის ნაწილში მათი მოთხოვნა და ჩვენი მიწოდება შესაბამისობაში არ არის. ეს იქნება მოკლევადიანი გადამზადების კურსი, ვფიქრობ, რომ სექტემბერში ჩვენ უკვე გვექნება შესაძლებლობა, რომ გავუშვათ პირველი ჯგუფი ისრაელში", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, ისრაელში ლეგალურად დასაქმების პროგრამის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, თუმცა პროგრამით ამ დრომდე ისრაელში სამუშაოდ ჯერ არავინ წასულა.