მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვიმედოვნებ, რომ ანაკლია აშენდება... როდესაც იქ ხარ, ხვდები, რამდენად იდეალურია ეს ადგილი" - ელჩი

61fd8d362d82e
თამთა ჯიჯავაძე
05.02.22 00:26
1121
იმედი მაქვს, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდება, შესაძლოა არა ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ამის საფუძველი ჩაიყრება, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა "ამერიკის ხმის" ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში განაცხადა.

ელჩის თქმით, უნდა არსებობდეს სტრატეგიული გეგმა იმისთვის, რომ დაინახო, რა არის საჭირო და შემდეგ ამის მარკეტინგი ინვესტორებთან გააკეთო.

„ვიმედოვნებ, რომ ანაკლია აშენდება. როდესაც იქ ხარ, ხვდები, რამდენად იდეალურია ეს ადგილი და ხედავ, რომ პროექტი კარგ პროექტად რჩება. სამწუხაროა, რომ ის ასე დაყოვნდა და აირია.

შაბათს პორტის გახსნის დროს მითხრეს, რომ როდესაც პორტს აშენებ, ტვირთი იქ მოდის. არ უნდა დაელოდო ჯერ ტვირთს და მერე პორტი ააშენო. უნდა არსებობდეს ხედვა, სტრატეგიული გეგმა იმის დასანახად, თუ რა არის საჭირო და შემდეგ ამის მარკეტინგი გააკეთო ინვესტორებთან“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

როგორც ცნობილია, აშშ-ის ელჩთან სრული ინტერვიუ ხვალ „ტვ პირველის“ ეთერში „ამერიკის ხმის“ გადაცემაში „ხედვა ვაშინგტონიდან“ გავა.