მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თაფლი საჩინო” - ფალსიფიცირებული თაფლი, რომლითაც დღეს ბაზარი გაჯერებულია, ხელს გვიშლის

5f7d8886f3368
ლიკა გურაბანიძე
07.10.20 23:00
1289

“თაფლი საჩინოს” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დეკანოზმა პეტრე გიორგაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” დღეს თაფლის ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. როგორც მან განმარტა, საქართველოში თაფლის ინდუსტრია ფალსიფიცირებული პროდუქციის პრობლემის წინაშე დგას.

“ევროპას სხვა პირობები სჭირდება და დიდი ნუსხაა რა პირობები უნდა დააკმაყოფილო. თუმცა, სანამ პროდუქციას ევროპაში გაიტან და იქ მოხვდები, ჯერ საუკეთესო შენ ქვეყანაში უნდა იყო. ფალსიფიცირებული თაფლი, რომლითაც დღეს ბაზარი გაჯერებულია, ხელს გვიშლის.

ამჟამად კოოპერატივში გაერთიანებული კოოპერატორები 40 ტონამდე თაფლს ვაწარმოებთ. თუმცა, ახლა სხვა პრობლემები წამოიჭრა, მათ შორის როგორიც არის პროდუქციის რეალიზაცია.” - განაცხადა პეტრე გიორგაძემ.

დეკანოზი პეტრე გიორგაძე ასევე აღნიშნავს, რომ ახალგაზრდებმა თაფლის წარმოების განვითარებისთვის ამ ინდუსტრიაში შესვლა უნდა სცადონ.

“ჩვენი ოჯახი მეფუტკრეობას 20 წელია ეწევა. თუ ქვეყანაში და ცხოვრებაში წარმატების მიღწევა გვინდა, ჩვენ ამ პროცესში ჩართულები უნდა ვიყოთ და წარმატებაც მოვა.

საჩინო გვინდა ბრენდად ჩამოვაყალიბოთ და თუ მანამდე ჩვენ გაერთიანებაში ფუტკრის 150 ოჯახი გქონდა, დღეს 1 500 ოჯახი გვყავს. ასევე შესაბამისი ტექნიკა გვაქვს.
ფერმერობიდან კოოპერატივების ჩამოყალიბებამდე ბევრი ტრენინგი იყო და ჩვენ სწავლის პროცესში ჩართულები ვიყავით. უდიდესი სამუშაო გამოცდილება დაგვიგროვდა.

ახალგაზრდებმა თაფლის ინდუსტრიაში ბედი უნდა სცადონ. ჩვენთან ახალგზარდებს სწავლა და პრაქტიკის გავლა შეუძლიათ, ხოლო თუ დაინტერესდებიან, ფუტკრის ოჯახსაც ვჩუქნით.” - განმარტა პეტრე გიორგაძემ.