16.ოქტომბერი .2019 14:52

Wizz Air-ი საქართველოში მოქმედი ნომერ პირველი ავიაკომპანია გახდა - სრული რეიტინგი

views 913
უკან

2019 წლის ცხრა თვეში საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიები 4,057,319 მგზავრს მოემსახურნენ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ცხრა თვის შედეგებით საქართველოს საავიაციო ბაზარზე პირველ ადგილზე უნგრულმა ავიაომპანია Wizz Air-მა გადაინაცვლა, რომელიც ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს. ავიაკომპანია პერიოდის განმავლობაში 592,988 მგზავრს მოემსახურა, რითიც მთლიანი ბაზრის 15% დაიკავა. 

საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების პირველი ათეული გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით: 

1) Wizz Air - 592,988 მგზავრი, ბაზრის 15%;



2) Turkish Airlines - 443,932 მგზავრი, ბაზრის 11%;



3) Georgian Airways - 435,208 მგზავრი, ბაზრის 11%;



4) Ural Airlines - 190,341 მგზავრი, ბაზრის 5%;



5) Pobeda Airlines - 180,684 მგზავრი, ბაზრის 4%;



6) Ukraine International Airlines - 168,672 მგზავრი, ბაზრის 4%;



7) Fly Dubai - 166,259 მგზავრი, ბაზრის 4%;



8) Pegasus - 135,494 მგზავრი, ბაზრის 3%;



9) Air Arabia - 107,535 მგზავრი, ბაზრის 3%;



10) SkyUp Airlines - 115,070 მგზავრი, ბაზრის 3%.



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა