06.სექტემბერი .2019 14:25

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის რა მასალები წარედგინება ევროსასამართლოს?-ადვოკატის განმარტება

views 237
უკან

„სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნულ დონეზეა და რომელსაც ჩვენ ჩათვლით, რომ უკანონოა, ამოწურული იქნება“, - ამის შესახებ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვა ეხებოდა, „თიბისი ბანკის“ მხარის მიერ ევროსასამართლოში შესატან სარჩელს და სარჩელში საქმესთან დაკავშირებით დართულ დამატებით მასალებს.

„ევროსასამართლოში შესწავლას და შესაბამის გაგზავნას დაექვემდებარება - განჩინებები აღკვეთი ღნისძიების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც უკვე დამთავრდა, ასევე ეს არის ქართულ სასამართლოში ანგარიშზე ყადაღის დადების საკითხი, რომელიც ასევე გასაჩივრებულია და დამთავრდა, ეს არის ინგლისის ბანკში განჩინება ყადაღის დადების შესახებ, რომელიც ასევე გასაჩივრებულია და დამთავრდა.
 
ველოდებით აპელაციის გადაწყვეტილებას, რომელიც ეროვნულ ბანკს ეხება და ისიც შესაბამისი კუთხით იქნება შესწავლილი. ამავდროულად სასამართლოს ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნულ დონეზეა და რომელსაც ჩვენ ჩათვლით, რომ უკანონოა, ამოწურული იქნება.

ბატონი ვინსენტის (ბერგერი, ფრანგი ადვოკატი) მეშვეობით ყველა იმ სამართლებრივ ფილტრს გაივლის, დაარღვია თუ არა ბატონი ბადრის და მამუკას უფლებები, ხოლო შესაბამის შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლოს წარედგინება“ - განაცხადა კორძაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა