24.სექტემბერი .2019 09:45

„ყურძნის ბირჟა“ - პირველი ონლაინ პლატფორმა საქართველოში ყურძნის ყიდვა-გაყიდვისთვის

views 1561
უკან

საქართველოში პირველი ონლაინ პლატფორმა - „ყურძნის ბირჟა“ შეიქმნა.

როგორც “საქმის კურსს” პროექტის ხელმძღვანელმა გიგა გოთოშიამ განუცხადა, პლატფორმა სულ რაღაც ერთი კვირაა, რაც გამოჩნდა და ვებ გვერდზე თავად მევენახეებს შესაძლებლობა აქვთ, დეტალურად დაწერონ რა ჯიშისა და რაოდენობის ყურძენი აქვს გასაყიდი, სად მდებარეობს ვენახი, რა ღირს ერთი კილოგრამი ყურძენი და როდის უნდა მოიკრიფოს მოსავალი.

“დღეს მევენახის რთული შრომა არ არის საკმარისად დაფასებული და მას არ აქვს საშუალება და მექანიზმი, გაყიდოს თავისი მოყვანილი ყურძენი ხარისხის შესაბამის ფასად. წინასწარ თუ არ მონახა მევენახემ შემსყიდველი, რთველის დროს ყურძნის გაყიდვა კი არა, სწორად რომ “ჩაბარება” უწევს“, - აცხადებს გოთოშია.

მისივე თქმით, ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტირება ნებისმიერ მსურველს შეუძლია და ის სრულიად უფასოა.

რაც შეეხება განცხადებების რაოდენობას, ამ დროისთვის ბირჟაზე ინფორმაცია 100-ზე მეტ მევენახეს აქვს განთავსებული, თუმცა როგორც გოთოშია ჩვენთან საუბარში განმარტავს, განცხადებების დადება - არამხოლოდ მევენახეებს, არამედ -ყურძნის შეძენის მსურველებსაც შეუძლიათ.