მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონამდეა“ - ოთარ შამუგია ღვინის მწარმოებლებს შეხვდა

62f74ed9d33e7
BM.GE
13.08.22 11:12
2994
რთველის პროცესის ორგანიზებულად წარმართვისთვის საქართველოს მთავრობის მიერ ყველა საჭირო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რთველის პროცესში დაცული იქნება როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების ინტერესები. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც რთველი 2022-ის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„ჩვენი მთავარი მიზანია, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების უწყვეტობა, სტაბილური განვითარების დინამიკა შევინარჩუნოთ.

მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის კუთხით სახელმწიფოს აქვს სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც, არაერთი ხელშემწყობი პროექტი ხორციელდება, როგორც ფინანსური, ისე მარკეტინგის მიმართულებით მხარდაჭერისთვის. წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, რთველის პროცესი შეუფერხებლად და წარმატებით უნდა ჩატარდეს. ყველა მევენახე ფერმერი შეძლებს მოსავლის რეალიზაციას. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც რეგიონში არსებულმა რთულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ დარგს შეუქმნა, ვფიქრობ, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით, პოზიტიური შედეგების მიღწევას მალე შევძლებთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ კი აღნიშნა, მიმდინარე წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონამდე აღწევს. ყურძნის მიღება-გადამუშავებას 300-მდე ღვინის კომპანია განახორციელებს და არცერთ მევენახეს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული ღვინის ხარისხსა და მისი კონტროლის მექანიზმებს. აღინიშნა, რომ ვენახების კადასტრის არსებობა, რთველის პროცესში გამართული აღრიცხვიანობა და სხვა მექანიზმები, რომლებიც სახელმწიფომ შეიმუშავა, ღვინის ხარისხის უზრუნველსაყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

გასული წლების მსგავსად, რთველი 2022-ის ფარგლებშიც ამოქმედდება საკოორდინაციო შტაბი, რომელიც აგვისტოს ბოლოს, ქალაქ თელავში გაიხსნება და 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.