მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკონომიკური ზრდა მეტი იყოს” - ნათია თურნავა

60742a9582ff3
ვიქტორია მღებრიშვილი
12.04.21 15:26
939
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მეტი იყოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც IMF-ის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის შემცირების პარალელურად, საქართველოს მთავრობის მხრიდან ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვას შეეხებოდა.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყნისთვის შეამცირა, რადგან პანდემია გრძელდება და არ დამარცხებულა. აქედან გამომდინარე მეტია პესიმიზმი, მეტია სიფრთხილე, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეკონომიკური ზრდა მეტი იყოს. მათ შორის ჩვენი მასშტაბური პრივატიზაციის, იგივე პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის პროგრამების, ტურიზმის აღდგენის პროგრამების დახმარებით... ერთი სიტყვით, ყველაფერი გაკეთდება, რომ ჩვენი პროგნოზი უფრო მეტად გამართლდეს“, - თქვა მინისტრმა.

ცნობისთვის: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა - ორგანიზაცია წელს ქვეყანაში მხოლოდ 3.5%-იან აღდგენას ელის, როდესაც წინა პროგნოზით, 4.3%-იანი ზრდა იყო ნავარაუდევი. ჯერჯერობით, საქართველოს მთავრობა 4.3%-იანი ზრდის პროგნოზს ინარჩუნებს.