მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ზზ ჯგუფმა“ კასპში 12 ჰექტარზე მაყვლის ბაღი გააშენა

5f1bdf62e675b
თელარა გელანტია
25.07.20 11:30
2153
სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტში, კომპანია „ზზ ჯგუფმა“ კენკრის ბაღი გააშენა და პირველი მოსავალიც აიღო.

როგორც bm.ge-ის გარემოს დაცვის და სოფლის მეურეობის სამინისტროდან აცნობეს, შპს „ზზ ჯგუფმა“ კენკრის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 98, 587 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მათ შორის 71, 099 ლარი - ნერგების შესაძენად, ხოლო 27, 488 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის. ბაღში 20 ადგილობრივია დასაქმებული.

მაყვლის მოსავლის აღების პროცესს ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნენ.

„ჩვენი პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში მორიგი ძალიან წარმატებული მეურნეობა შეიქმნა. ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი მაყვლის ბაღი, რომელიც 12 ჰექტარზეა გაშენებული. ბოლო წლებში კენკროვნების მიმართულება ქვეყანაში ძალიან პოპულარული გახდა და აქტიურად ვითარდება, თუმცა ჯერ საწყის ეტაპზე ვართ და ძალიან ბევრ რგოლს სჭირდება ხელშეწყობა. ფერმერებს სჭირდებათ ახალ ტექნოლოგიებთან წვდომა, აგრონომთა მხრიდან კონსულტაციები. რომ არა პანდემია, წელს უკვე გვეყოლებოდა უცხოელი კონსულტანტები კონკრეტული დარგობრივი კულტურების, მათ შორის, კენკროვანის მიმართულებებით. 2021 წლიდან, ამ პროგრამებს ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კენკროვანი კულტურის მოსავლის დაბინავების კუთხით, შემნახველი ინფრასტრუქტურის გამართული მოწყობისათვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

„მოსავლის დაბინავება უნდა ხდებოდეს შესაბამისი სამაცივრო, გამაგრილებელი, შემნახველი ინფრასტრუქტურის პირობებში. ამისთვის ჩვენ გვქონდა კოოპერატივებისთვის თანადაფინანსების კომპონენტი. ინდივიდუალური მეურნეობებისთვის ეს კომპონენტი 2021 წლიდან ამოქმედდება“, - აღნიშნა მინისტრმა.