მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სტადიონები, საგამოფენო სივრცეები - სად მოეწყობა ვაქცინაციის ცენტრები?

60b8f12a18cc9
თათია ჩაფიჩაძე
03.06.21 19:44
865
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია ივლისში დაიწყება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ვაქცინაციისთვის თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში დიდი საზოგადოებრივი სივრცეები გამოიყოფა, განიხილება სტადიონებისა და საგამოფენო სივრცეების რესურსი, დანარჩენი ქალაქების შემთხვევაში კი ვაქცინაციის პროცესისთვის არსებული კლინიკების რესურსს აითვისებენ.

იმნაძის ვარაუდით, ივლისიდან ქვეყანაში აცრის დღიური მაჩვენებელი 12-15 ათასის ფარგლებში იქნება, რეგისტრაცია კი სავარაუდოდ ადგილზე იქნება შესაძლებელი.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ ივლისი იქნება მასობრივი აცრების დაწყების პერიოდი. ამ დროისთვის გვექნება ნახევარი მილიონი ვაქცინის მარაგი და შემდეგ თვეებში ძალიან კარგი იმედები გვაქვს მოწოდების მხრივ, მათ შორის შემოვა “სინოფარმი”, “ფაიზერი”, შემდეგ ამას დაემატება “ჯონსონ ენდ ჯონსონი”, ამიტომ პერსპექტივა იმის, რომ ზაფხულში აცრის მაჩვენებელს დღევანდელთან მიმართებით გავაორმაგებთ, რეალურია.

რაც შეეხება გამტარუნარიანობას, გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვქონდა შეხვედრა სხვადასხვა კლინიკური ქსელის ხელმძღვანელებთან იმისთვის, რომ გამოცდილება გაგვეზიარებინა. ასევე დამუშავებულია დიდი სივრცეების გამოყენების კონკრეტული სქემა, ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში ხდება - სტადიონებზე, საგამოფენო სივრცეებში, განიხილება ეს ვარიანტი საქართველოშიც. დაწვრილებითი გეგმა - როგორ და რანაირად უნდა მოხდეს ეს ყოველივე - უკვე არსებობს და ახლა მიმდინარეობს ადგილების შერჩევა. ეს მხოლოდ დიდ ქალაქებში იქნება შესაძლებელი, საუბარია თბილისზე, ქუთაისზე, ბათუმსა და რუსთავზე, დანარჩენი ყველა საავადმყოფო რომ ჩაერთოს, ამ თემაზე მფლობელბთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. წინასწარ რეგისტრაციას, რომლითაც დღემდე ვმუშაობთ, შესაძლოა დაემატოს ადგილზე რეგისტრაციაც, როცა ვაქცინის მარაგები იქნება, ეს უფრო მარტივად შესაძლებელია“ - განაცხადა იმნაძემ.