მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 003 მძიმე პაციენტიდან 376 მოქალაქე მართვით სუნთქვაზეა

5fc5ef487e103
ინგა მურუსიძე
01.12.20 11:26
440

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 454, მძიმე პაციენტია 1 003 პირი, მათ შორის, თბილისში იმყოფება - 452, აჭარაში - 152, იმერეთში - 236.

გარდა ამისა, როგორც საინფორმაციო ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ თქვა, ამ დროისთვის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში - 185, აჭარაში - 56, იმერეთში - 44.

1 დეკემბერს covid-სრული სტატისტიკა ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 139343 , ბოლო 24 საათში - 3759

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 117560 , ბოლო 24 საათში - 3574

მათ შორის გარდაცვლილი - 1303 , ბოლო 24 საათში - 36

კარანტინის რეჟიმში - 1978

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6366

კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3708.