მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 აგვისტოს საზღვრების გახსნა არის არარეალისტური – ვატო ასათაშვილი

5f0365240455a
თამთა ჯიჯავაძე
06.07.20 23:20
2984
ითქვა, რომ თურმე 1 აგვისტოს უნდა გაიხსნას საზღვრები, გეტყვით რომ ეს არის არარეალისტური, – ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსში“ „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ახლა ვართ მძიმე კრიზისის პირობებში და ყველაზე მნიშვნელოვანი შექმნილ ვითარებაში არის დინამიკური და თანმიმდევრული ნაბიჯები, ანუ კარგად დაგეგმილი სტრატეგია.

„უნდა არსებობდეს ძირითადი გეგმა და შემდეგ უკვე გეგმა a, გეგმა b, და გეგმა c. როდესაც ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში ითქვა, რომ 1 ივლისისთვის საზღვრები უნდა გახსნილიყო, საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს გაუხსნიდა საზღვრებს, ვინაიდან ჩვენ ინფექციის კუთხით კარგი ვითარება გვქონდა, თავიდანვე გამოჩნდა რომ ეს იყო ერთგვარი პოპულისტური და არარეალისტური ნაბიჯები, და ერთგვარი ბაქი-ბუქობა მთავრობის მხრიდან. სარეკლამო კამპანიაც კი დაიწყეს და კარგად ვიცით, რომ საერთაშორისო მედიაში ფასიანი რეკლამებიც კი დაიდო, რომ ქვეყანა თითქოს იქნებოდა 1 ივლისიდან ღია. 
 
ვინაიდან ჩვენ არ გვქონდა გამოცდილება, როგორ უნდა გვემართა კრიზისის პერიოდში გახსნილი საზღვრები, მეორე მხრივ არ ვიცოდით რა ვითარება იქნებოდა სამეზობლოში, მესამე მხრივ ტექნიკურადაც არ ვიყავით ამისთვის მზად, აღმოჩდა რომ მივადექით 1 ივლისს და საზღვრები არ გაიხსნა. შეიქმნა მცდარი მოლოდინები, რაზეც ადრეც ვლაპარაკობდი და ძალიან ბევრი ბიზნესი, ისედაც ზარალის ფონზე, კიდევ უფრო დიდი გასაჭირის წინაშე აღმოჩნდა. კიდევ ითქვა რომ თურმე 1 აგვისტოს უნდა გაიხსნას. დღესაც გეტყვით, რომ ეს არის არარეალისტური. 1 აგვისტოც მოვა და შემდეგ 15 აგვისტოს იტუვიან, შემდეგ 1 სექტემბერს და ა.შ“, – განაცხადა ვატო ასათაშვილმა.

მისივე თქმით, უნდა შევეგუოთ ფაქტს, რომ წლევანდელი 2020-ის ტურისტული სეზონი არის ჩავარდნილი. ასევე უნდა შევეგუოთ იმას, რომ ძალიან ბევრი კომპანია, იქნება ეს დიდი, საშუალო თუ მცირე ზომის კომპანიები, ძალიან დიდი ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდებიან.

„სწორედ ამიტომ მთავრობას აქცენტი უნდა გაკეთებინა დატვირთვების კუთხით 2021-ზე. ეს ცალსახად უნდა ყოფილიყო გაცხადებული ყოველგვარი მცდარი მოლოდინების მიუხედავად. პარალელურად ამ სეზონზე თუ ჩვენ შევძლებთ რაიმე შემოსავლის გენერირებას, ეს იქნება მცირედი კომპენსაცია ასე ვთქვათ ამ რთულ პირობებში. ასე რომ ამისთვის საჭიროა ეტაპობრივი გახსნა საზღვრების იმ ქვეყნებთან, სადაც მდგომარეობა არის უკეთესი. დღესაც არ არის გვიან, რომ სახელმწიფომ გააკეთოს მკაფიო განცხადება და თქვას რომ ტურიზმის ინდუსტრიას ვერაფრით გეხმარებით, ვთქვათ, რომ ეს სეზონი არის ჩავარდნილი. ჩვენგან ნურაფერს ელოდებით, იმიტომ რომ სახელმწიფო არის ღარიბი, არ შეუძლია არანაირი პაკეტების დადება, რომც გახსნას საზღვრები, საფრთხეები უფრო დიდია, ვიდრე იქიდან შემოსული შემოსავლები“, – განაცხადა ასათაშვილმა.