მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 ანტიგენის ტესტი სახელმწიფოს $5-7 უჯდება, ხოლო PCR -ტესტი - $12-18

5fd1db8684ab3
ინგა მურუსიძე
10.12.20 12:49
2338
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ერთი ანტიგენის სწრაფი ტესტის შესყიდვა 5-7 დოლარი ჯდება, ხოლო 1 PCR ტესტი - 12-18 დოლარი.

გამყრელიძის თქმით, ლაბორატორიებს სახელმწიფო PCR ტესტების ჩატარებაზე 120 ლარამდე უხდის.

„ქვეყანაში დღეს ჩატარებულია დაახლოებით მილიონ 300 ათასამდე PCR ტესტი. დაახლოებით 350 ათასი ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი. ეს გვიჯდება სადღაც 5-7 დოლარამდე, ხოლო PCR-ტესტები 12-დან 18 დოლარამდე. გაზაფხულზე შედარებით ძვირი ღირდა, დღეს ნაკლებია.

ეს არის მხოლოდ შესასყიდი ფასი, ჯამში ერთი ტესტი 25 დოლარამდე ჯდება ჩამოტანით, ამას ემატება მომსახურეობის ტარიფიც. ანუ, ლაბორატორიებს მომსახურეობისთვის ჩვენ ვუხდით 120 ლარამდე, ერთ ტესტზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.