მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 აპრილის ვაჭრობის შედეგები ლონდონის ბირჟაზე არსებული ქართული კომპანიებისთვის

5e84cdafb5aad
შოთა ტყეშელაშვილი
01.04.20 21:20
1298
1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპმანიების უმრავლესობის ფასი შემცირდა.

ერთადერთი ქართული კომპანია, რომლის აქციების ღირებულებაც დღეს გაიზარდა "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფია" (GHG), რომლის აქციების ღირებულების ზრდამ 0.13% შეადგინა, ამჟამად კომპანიის ერთი აქცია 78.1 პენსი ღირს.

BGEO-ს აქციების ღირებულება 7.10%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 8.50 გირნავქა სტერლინგს შეადგენს.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO), აქციების ღირებულების შემცირებამ კი 3.06% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 4.12 გირვანქა სტერლინგი გახდა.

TBC-ის აქციების ღირებულების ცვლილება კი მინუს 3.59%-ს შეადგენს, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 6.99 გირვანქა სტერლინგი ღირს.

რაც შეეხება თავად ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარ ინდექსს FTSE 100-ს ის დღეს 3.83%-ით შემცირდა, FTSE 250-ის ინდექსი კი, რომლის შემადგენლობაშიც ქართული კომპანიებიც შედიან დღეს 3.67%-ით არის შემცირებული.