მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 ბიტკოინი 30,000 დოლარზე მეტი ღირს

5ff19797488d3
თათია კაკიაშვილი
03.01.21 14:37
2070
ციფრული ვალუტა ბიტკოინი ახალ რეკორდებს ხსნის. ისტორიის განმავლობაში, პირველად, მისი ღირებულება 30.000 აშშ დოლარზე მეტია, რაც ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მეტად ზრდის იმის ფსონს, რომ კრიპტოვალუტა მალე გადახდის ძირითადი საშუალება გახდება.

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა 2021 წლის პირველი კვირის ბოლოს 33 099 აშშ დოლარად გაიყიდა.

მთლიანობაში, 2020 წლის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა 300%-ით მოიმატა.

საგულისხმოა, რომ ბლოკჩეინის ვალუტა, დაახლოებით, ათწლეულია არსებობს, მაგრამ 2020 წელს მასზე მოთხოვნა, აშშ-ში მსხვილი ინვესტორების მხრიდან, განსაკუთრებით გაიზარდა. კრიპტოვალუტის მიმზიდველობის მთავარი ფაქტორი სწრაფი მოგების პოტენციალია და, ასევე, მოლოდინი, რომ ბიტკოინი მალე ვირტუალური გადახდის მთავარი საშუალება გახდება.