მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 დეკემბრიდან რუსეთი ხორბლის საექსპორტო გადასახადს ზრდის

61a5edb890968
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.21 18:32
832
1 დეკემბრიდან რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადი 78.3 დოლარიდან 80.8 დოლარამდე გაიზარდება. ინფორმაციას რუსული გამოცემები რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, ქერზე საბაჟო გადასახადი 68.3 დოლარიდან 65.3 დოლარამდე, ხოლო სიმინდზე 54.3 დოლარიდან, 53.6 დოლარამდე შემცირდება. აღნიშნული გადასახადი ერთი კვირის განმავლობაში 7 დეკემბრამდე იმოქმედებს.

საექსპორტო გადასახადი მარცვლეულის საინდიკაციო ფასებით არის განპირობებული, რომელიც 1 ტონა ხორბალზე 315.5 დოლარს(1 კვირით ადრე 311.9 დოლარი), ქერზე - 282.6 დოლარს (1 კვირით ადრე 278.3 დოლარი), სიმინდზე კი 262.7 დოლარს (1 კვირით ადრე 261.6 დოლარი) შეადგენს.

ცნობისთვის, მარცვლეულ კულტურების ექსპორტზე რუსეთმა მცურავი ბაჟი მიმდინარე წლის 2 ივნისიდან აამოქმედა, რაც საექსპორტო  ყოველკვირეულად მოსკოვის ბირჟაზე მარცვლეულზე დაწესებული ღირებულების საფუძველზე განისაზღვრება.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, 2021-2022 წლის სოფლის მეურნეობის წლისთვის მარცვლეულის ექსპორტი 45-48 ტონას შეადგენს. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 49 ტონა იყო, საიდანაც 38.4 ტონა ხორბალი იყო.