16.მარტი .2020 17:04

1 დოლარი 3 ლარზე მეტი ღირს - ახალი ოფიციალური კურსი

views 707
უკან

16 მარტის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით რეკორდულ ნიშნულამდე - 3.0118 ლარამდე გაუფასურდა, შესაბამისად, დოლართან მიმართებით დღეს გაუფასურება 1.7 თეთრს შეადგენდა. 2.6 თეთრით გაუფასურდა ლარი ევროსთან მიმართებით, შედეგად ახალი კურსით ერთი ევრო 3.3684 ლარი ღირს. 

აქამდე მოქმედი კურსით ერთი დოლარი 2.9942 ლარი, ერთი ევრო კი 3.3421 ლარი ღირდა.

პარასკევს, 13 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად, 2020 წლის პირველი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და საკუთარი რეზერვიდან $20 მლნ გაყიდა. 

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დღეს ლარი საგრძნობლად გაუფასურდა. ვაჭრობა დოლარის ღირებულება 3.01-ით გაიხსნა, ამჟამად კი სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 3.04 ლარი ღირს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა