მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 დოლარის ფასმა 16 ლირას გადააჭარბა - თურქეთის ეროვნული ვალუტა კოლაფსის წინაშეა

61bc538359559
შოთა ტყეშელაშვილი
17.12.21 14:16
1142
თურქეთის ეროვნული ვალუტის ღირებულებამ დღეს რეკორდული გაუფასურება გააგრძელა. ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება 16.22 ლირას შეადგენს. გუშინ მისი ფასი 15.60 იყო, ერთი კვირის წინ კი 13.80 ლირა.

ვარდნა გამოიწვია თურქეთის ცენტრალური ბანკის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც 16 დეკემებრს განაცხადა, რომ ეკონომიკის სტიმულირების და საპროცენტო განაკვეთების შემცირების მიზნით, რეფინანსირების განაკვეთს 15%-დან 14%-მდე შეამცირებს.

ეს ნაბიჯი კონტრპორუქტიულია, რადგანაც თურქეთში ამჟამად რეკორდულად მაღალი - 20.3%-იანი ინფლაციაა და რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მხოლოდ მის გაუარესებაზე იმოქმედებს, თუმცა ცენტრალური ბანკის ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა.

თურქეთის ეროვნული ვალუტა ბოლო ერთ თვეში დოლართან 52.7%-ით გაუფასურდა. ექვსთვიან მონაკვეთში გაუფასურება 86%-ია, ხოლო ერთწლიან ჭრილში კი 118%-ია.

შედეგად, ლირა მკვეთრად გაუფასურდა ლართანაც, გუშინ ერთი ლირის ფასი 20 თეთრი გახდა. დღევანდელი გაუფასურების ფონზე ის, სავარაუდოდ, 18-19 თეთრის ფარგლებში გახდება.