მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 დოლარის ღირებულება 3.09 ლარი გახდა - 8 დეკემბრის ოფიციალური კურსი

61af5bb83b511
BM.GE
07.12.21 17:06
668
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.58 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0909 ლარს შეადგენს. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.18 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4813 ლარი გახდა. 0.89 -თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.0948 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 0.05 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ლირას ღირებულება 22.52 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 8 დეკემბრიდან შევა ძალაში.