მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 დოლარის ღირებულება 3.13 ლარი გახდა, ევროსი კი - 3.71 ლარი

5f5f6bcba5b1f
BM.GE
14.09.20 17:12
1254
14 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურებამ 1.68 თეთრით შეადგინა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.1308 ლარი გახდა.

ევროსთან მიმართებით კი გაუფასურება 2.49 ლარი იყო; შედეგად, ერთი ევროს ღირებულება 3.7178 ლარი გახდა. 

ლარმა აშშ დოლართან მიმართებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში ღირებულების 1%-ზე მეტი დაკარგა.

გასულ კვირაში ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების ფონზე მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა, რომელზეც $40 მილიონი გაყიდა. ეს COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის დაწყებიდან რიგით მეთორმეტე სავალუტო აუქციონი იყო; ამ აუქციონებით სებ-მა ჯამში $369.5 მილიონი დოლარი გაყიდა.