22.სექტემბერი .2020 17:09

1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.25 ლარს ასცდა

views 470
უკან

22 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.42 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ღირებულებამ 3.2537 ლარს მიაღწია. 

ლარი დღესვე ევროსთანაც გაუფასურდა, კურსის ცვლილებამ 2.17 თეთრი შეადგინა, შედეგად ერთი ევროს ღირებულება 3.8267 ლარი გახდა. 

ლარის პიკური გაუფასურების შესაჩერებლად, ხვალ ეროვნული ბანკი $40 მილიონ დოლარს გაყიდის. 

შეგახსენებთ: 16 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად რიგით მეცამეტე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზარზე $40 მილიონი დოლარი გაყიდა. ჯამურად, COVID-19-ის კრიზისის დაწყების შემდგომ სებ-მა სავალუტო აუქციონებზე საკუთარი რეზერვებიდან $410 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, კიდევ $200 მილიონზე მეტი მოცულობის სავალუტო ინტერვენციები განხორციელდება.

სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები $3.9 მილიარდი დოლარია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა