მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 დოზით მოზრდილი მოსახლეობის 36%-ია ვაქცინირებული - NCDC

6175144df16de
BM.GE
24.10.21 12:03
658
24 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 948 787 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 024 099 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 36.0 %, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 923 970 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.4%.

მათი ცნობით, 23 ოქტომბერს სულ ქვეყანაში აიცრა 4 209 ადამიანი. აცრების სტატისტიკის მიხედვით, რაოდენობრივად ყველაზე მეტი აცრა თბილისში გაკეთდა ( 2001), მას მოჰყვება იმერეთი (501) და სამეგრელო-ზემო სვანეთი ( 404).