02.ოქტომბერი .2019 20:27

1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან

views 767
უკან

1-ელ ოქტომბერს დაჯარიმებული ტაქსის მძღოლები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან,-ამის შესახებ მედიასთან განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა. როგორც მან განმარტა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღეს, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და მძღოლები შეცდომაში შეიყვანეს.

მამუკა მდინარაძის თქმით, პატრულთან კომუნიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის თანხმად, საუბარია 700-ზე მეტ დაჯარიმებულ მძღოლზე.

"ქალაქის მერიის ინიციატივით ძალიან კარგი რეფორმა განხორციელდა, რომელსაც ტაქსების რეფორმა დავარქვით. ის მორგებულია მომხმარებლების ინტერესებზე. ასევე, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყოფილიყო მორგებული თავად ტაქსის მძღოლების ინტერესებზე. რეფორმა 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდა. იმის გამო, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და შეცდომაში შეიყვანეს მძღოლები 1-ელ ოქტომბერთან დაკავშირებით, მძღოლების ნაწილს ეგონათ, რომ 1-ელ ოქტომბერს ისინი არ დაჯარიმდებოდნენ და ე.წ საშეღავათო პერიოდი 1-ელ ოქტომბრამდე იყო. ისინი გამოვიდნენ ქალაქში და პატრულისგან 200 ლარიანი ჯარიმებით დაჯარიმდნენ. გადავწყვიტეთ, რომ ამ გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად, ფინანსური წნეხის, ჯარიმის მოსახსნელად, ქალაქის მერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმრავლესობასთან ერთობლივი შეთანხმებით, ერთჯერადი საკანონმდებლო აქტი ინიცირება მოვახდინეთ, რომლის მიხედვითაც, ტაქსის იმ მღოლებს მოეხსნებათ ჯარიმები, რომლებიც 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმდნენ",-განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, შესაბამისი ერთჯერადი აქტის ინიცირება მომდევნო სასესესიო კვირაში მოხდება.

ipn.ge

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა