მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1-ელი იანვრიდან სასწრაფოს ექიმები ხელფასის 50%-იან დანამატს იღებენ - ტიკარაძე

61a4ad76da35d
ინგა მურუსიძე
29.11.21 14:45
1156
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებსა და სადისპეჩეროებზე ყოველთვიურად გაიცემა ხელფასის 50%-იანი დანამატი.

ამის შესახებ მინისტრმა დღეს, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მუშაობის 2 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„პირადად მე, როგორც მინისტრი, ვაცხადებ, რომ ნებისმიერ სირთულეებში, გამოწვევებში მუდმივად ვიდგები ჩვენი სასწრაფო-გადაუდებელი ექიმების და ზოგადად, ექიმების გვერდით, მათი ინტერესების დასაცავად და მათი პირობების გაუმჯობესებისთვის.

2021 წლის 1-ელი იანვრიდან კოვიდ-19-ის პირობებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებსა და სადისპეჩეროებზე ყოველთვიურად გაიცემა ხელფასის 50%-იანი დანამატი და ეს არის დამსახურებული ანაზღაურება. ნებისმიერ გაწეულ შრომას და გმირობას დაფასება სჭირდება. შეიძლება ეს საკმარისი არ არის, თუმცა საქართველოს დღევანდელი რესურსით ეს იყო შესაძლებლობა, რისთვისაც მათი დაფასება გვინდა“, - განაცხადა მინისტრმა.