მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1-ელი თებერვლიდან, ქალაქში არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ ივლის - ვიქტორ წილოსანი

61d584fd90432
ინგა მურუსიძე
05.01.22 15:47
1671
1-ელი თებერვლიდან, როცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება, ქალაქში არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ ივლის, - ამის შესახებ ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, 1000 მიკროავტობუსი უკვე ქალაქშია, ნაწილი ქსელში გაეშვა, ნაწილი კი მზადდება ამისთვის.

„1-ელი თებერვლიდან დედაქალაქში არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს. დღეის მდგომარეობით, 1000-ივე მიკროავტობუსი უკვე ჩამოსულია, 400 უკვე ქსელშია, დანარჩენების მომზადება მიმდინარეობს ქსელში გასასვლელად, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა დამონტაჟდეს გადახდის აპარატები, მთვლელეები და ა.შ. რაც საჭიროა ქსელში სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის. 1-ელ თებერვალს ყველა ახალი მიკროავტობუსი იქნება ქსელში“, - აღნიშნა ვიქტორ წილოსანმა.

შეგახსენებთ, 1-ელი თებერვლიდან დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სააბონემენტო სისტემა ამოქმედდება.