შრომის ახალი კოდექსით, რომელიც პარლამენტმა 29 სექტემბერს მიიღო, შრომის ინსპექციას კომპანიებში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შესვლა უკვე რამდენიმე დღეში შეეძლება. შრომის ინსპექციის გაზრდილი მანდატი არ გულისხმობს მხოლოდ კომპანიებში შესვლას გაუფრთხილებლად სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მომავალი წლიდან შრომის ინსპექტორები კომპანიებში შეამოწმებენ როგორც შრომის უსაფრთხოებას, ასევე დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომით ურთიერთობებსაც გააკონტროლებენ.
ამ ეტაპზე არც საზოგადოებისთვის და არც კერძო სექტორისთვის ცნობილი არ არის, რა პრიორიტეტების შესაბამისად მოახდენს შრომის ინსპექცია კომპანიებში შესვლას.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იმედი აქვთ, რომ შრომის ინსპექცია არ იქნება სადამსჯელო ორგანო და ამის თქმის საფუძველს BAG-ის იურიდიულ დირექტორს ნიკა ნანუაშვილს აძლევს ის თანამშრომლობა, რაც დღეს აქვთ შრომის ინსპექციასთან. ის შიშობს, რომ ინსპექციის გაზრდილი მანდატი წნეხი არა ბიზნესისთვის, არამედ თავად ინსპექციისთვის არ აღმოჩნდეს, რადგან ამ უწყებას მისი თქმით, ძალიან შეზღუდული რესურსებით მოუწევს საკუთარი მანდატის აღსრულება.
„ჩვენ არ უნდა ველოდოთ შრომის ინსპექციისაგან, რომ ის მივა ყველგან, ყველა კომპანიაში და ყველაფერზე მოახდენს ან შეძლებს რეაგირებას. გააჩნია პოლიტიკას და პრიორიოტეტებს, როგორ დალაგდება ეს პრიორიტეტები. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ბიზნესისთვის დამატებითი წნეხი და ბიუროკრატია იქნება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სულ მცირე შევამციროთ ეს დამატებითი წნეხი და ბიუროკრატია. როგორ? ნათლად გაწერილი თამაშის წესების და პრიოტიტეტების ფორმების მეშვეობით, ანუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, სად არის ყველაზე მეტი დარღვევა პირობითად, რომ ყველამ ნათლად იცოდეს, რომ სადაც შრომის ინსპექცია შევა, ამას ექნება საფუძველი.
პრიორიტეტები შიდა ნორმატიული აქტი უნდა იყოს შრომის ინსპექციისათვის, სადაც გაიწერება რისკების კატეგორიები, იქ შეიძლება იყოს მაგალითად რა შემთხვევაში შეიძლება შევიდეს შრომის ინსპექცია კონკრეტულ კომპანიაში, მაგალითად თუ ხშირია საჩივრები, თუ ინფორმაციაა, რომ იქ სისტემატურად ირღვევა შრომითი უფლებები, ამ ყველაფერს სჭირდება ერთიანი საინფორმაციო ბაზის ქონა, სადაც სისტემატიურად მოხდება ინფორმაციის ანალიზი, ამის საფუძველზე კი პრიორიტეტების შესაბამისად ინსპექტორების ქმედებების წარმართვა. ასე მუშაობს სისტემა ნორმანული მოწყობის პირობებში. ჩვენ სწორედ ასეთი შრომის ინსპექციის ხილვას ველოდებით 1 იანვრიდან“, -აცხადებს ნიკა ნანუაშვილი.
იურიდიული ფირმა BLCC-ის იურისტი შალვა ცხაკაია, რომელიც ასევე წარმოადგენს დამსაქმებელთა ასოციაციას, ამბობს, რომ შრომის ინსპექციის გაზრდილი მანდატი ორმაგი წნეხია ბიზნესისთვის. კანონი ითვალისწინებს მნიშვნელოვან სანქცირებას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში. ამავდროულად კანონის ნორმების აღსრულება მოითხოვს ბიზნესის მხრიდან ფინანსურ დანახარჯებსაც. ერთ-ერთი ასეთი საკითხი შრომის სააღრიცხვო ფორმაა, რომელიც ე.წ ტაბელის წარმოებას ეხება, სწორედ ამ საკითხზე შრომის ინსპექცია ახლა გადის კონსულტაციებს ასოციაციებთან. რაც შეეხება პრიორიტეტებს, თუ პირველ რიგში სად და რა სახის სამუშაოები განახორციელდება ინსპექტირების პროცესში, ცხაკაია ამბობს, რომ ჯერ ეს მათთვის ცნობილი არ არის.
“რა თქმა უნდა ეს არის დამატებითი ხარჯიც და წნეხიც ბიზნესისთვის. ე.წ ტაბელის ფორმის დანერგვაც ძალიან ბევრი კომპანიისთვის დამატებითი დანახარჯი იქნება. ეს არის დამატებითი ვალდებულებები ადამიანური რესურსის მართვის თვალსაზრისით კომპანიებისთვის და შესაბამისად მათ დასჭირდებათ ადამიანური რესურსი გაზარდონ, რასაც კანონი ავალდებულებთ, ამიტომ ეს ორმხრივი წნეხია კომპანიისთვის. ერთის მხრივ რეალურად მათ მოუწევთ ფულის დახარჯვა, რომ შეასრულონ კანონის ეს მოთხოვნები და მეორეც, ექნებათ დაუგეგმავობის შიში, რომ შევა ინსპექცია და სანქციებს დააკისრებს“-აცხადებს ცხაკაია.
შრომის ინსპექციის სამოქმედო სტრატეგიის მეტი სიცხადისთვის თემაზე სასაუბროდ სამწუხაროდ, შრომის პირობობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ ჩვენთვის დღეს დრო ვერ გამონახა. რამდენად გაწვდება შრომის ინსპექციის რესურსი 1 იანვრიდან გაზრდილ მანდატს, მითუმეტეს პანდემიის პირობებში, ამას საზოგადოება და კერძო სექტორი უკეთ თავად შეაფასებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება