მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 ივლისიდან ესპანეთი უცხოელებისთვის 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს აუქმებს

5ecbe059c0c4b
ნათია თაქთაქიშვილი
25.05.20 20:00
872
ესპანეთი პირველი ივლისიდან უცხოელებისთვის სავალდებულო კარანტინს აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას cbc-ი ესპანეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელბს.

ესპანეთის საგარეო მინისტრმა არანჩა გონსალეს ლაიამ Tweeter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ „ყველაზე ცუდი რაც იყო, უკვე წარსულია და მზად არიან სტუმრების მისაღებად“.

„ესპანეთი საერთაშორისო მოგზაურების მიღებას პირველი ივლისიდან შეძლებს, აუქმებს კარანტინს და უზრუნველყოფს უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს. ველოდებით ყველა სტუმარს“, - აცხადებს გონსალესი.

გამოცემის მიხედვით, ესპანეთს ყოველწლიურად 80 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს და ტურიზმი ქვეყნის GDP-ის 12%-ს შეადგენს, შესაბამისად, ტურისტული სეზონის ამოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ასევე, მაღალია ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა რიცხვი.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან მადრიდსა და ბარსელონაში გაიხსნა კაფე-რესტორნების ღია სივრცეები, სადაც მაგიდებს შორის დაცულია სოციალური დისტანცირების ნორმები, მომსახურე პერსონალი კი. აღჭურვილია ნიღბით და ხელთათმანებით.