მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 ივნისამდე მცირე ბიზნესის ინფორმირება და მომზადება რთული იქნება - დისტრიბუტორთა ასოციაცია HACCP-ის სტანდარტზე

6399f6bdd8045
ანუკა ჯოხაძე
17.12.22 22:00
803

2023 წლის 1 ივნისამდე სურსათის მწარმოებელ ყველა კომპანიას და რეალიზატორს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის ანუ HACCP-ის სისტემის დანერგვა მოუწევს. უკვე ცნობილია ბიზნესის ის სექტორი, ვისთვისაც ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

HACCP-ის სტანდარტი სურსათის მწარმოებელი ყველა ბიზნესოპერატორისთვის სავალდებულო იქნება

ცვლილებები ეხება ბიზნესების ფართო წრეს, მათ შორისაა მცირე ზომის უბნის მაღაზიები, ქსელური მარკეტები თუ დისტრიბუციაც. შესაბამისი შეხვედრა მოსალოდნელ შედეგებზე რითეილ სექტორის წარმომადგენლებთან გუშინაც შედგა.

როგორც BM.GE-თან დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის გენერალური მდივანი აცხადებს, თუ მსხვილი ქსელური მარკეტები ჰასპის სტანდარტების დასანერგად მზად არიან, მცირე კომპანიებისთვის ეს გამოწვევა იქნება, განსაკუთრებით ლაშა რიჟამაძე ამბობს, რომ პრობლემები ამ კუთხით რეგიონებში იქნება რეგიონებში.

“ბაზრის მსხვილი მოთამაშეები უკვე მზად არიან, ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ რომ ამ პრობლემის წინაშე არ დადგნენ, როცა უკვე მოთხოვნების დაცვა სავალდებულო იქნება და სანქციები ამოქმედდება. რაც შეეხება მცირე ზომის კომპანიებს, ნაკლებად ვფიქრობთ, რომ მზად იყვნენ ისინი ამისთვის.

საკმაოდ რთული იქნება თავდაპირველი ეტაპისთვის მინიმუმ ამ დროში მათი ინფორმირება და არსებითაც მომზადება, მაგრამ რაღაცისგან უნდა დაიწყოს. ძირითადად ალბათ უფრო იქნება რეგიონებში პრობლემური ამ სტანდარტის დაცვა, ვიდრე დიდ ქალაქებში. რეგიონებში ამ სტანდარტის როგორც დანერგვა ისე ინფორმაციის გავრცელება პრობლემას წარმოადგენს.” - აცხადებს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის გენერალური მდივანი ლაშა რიჟამაძე.

ცნობისთვის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, HACCP-ის სისტემის დანერგვა სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორთან ეტაპობრივად მიმდინარეობს.

2015 წლიდან HACCP სავალდებულოა ნედლი რძის თერმულად გადამამუშავებლებისა და ცხოველთა სასაკლაოებისთვის;

2019 წლიდან - ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამამზადებლებისთვის;

2021 წლის იანვრიდან - ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოება ან/და გადამმუშავებლებისთვის;

2021 წლის ივნისიდან - სურსათის წარმოება/გადამმუშავებლებისთვის საცალო ვაჭრობის პუნქტში.