მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებულ პროდუქციის მწარმოებლებს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრებათ.
კერძოდ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია მგვ-ის ელექტრონულ რეესტრში, იყვნენ მგვ ორგანიზაციის წევრები და აიღონ ვალდებულება მათ მიერ შემოტანილი პროდუქციის ნარჩენების შემდგომი მართვის საკითხებზე.
ასევე, 2022 წლის 1 ივლისიდან შესაბამისი მგვ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის დისტრიბუტორები ვალდებულნი არიან, ბაზარზე არ განათავსონ იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქტები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები.
სწორედ აღნიშნული საკითხები განიხილა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელ/იმპორტიორებთან შეხვედრისას, სადაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) პრინციპის დასანერგად საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ოთხი ტექნიკური რეგლამენტის განხორციელების ვადების შესრულების საკითხებზე იმსჯელეს.
„ნარჩენების მართვის კოდექსი” ქვეყანაში ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების და ტექნოლოგიების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოთხი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადების შესრულება, რისთვისაც სამინისტროს მიერ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა მწარმოებლების პოზიციების, შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით”, - განაცხადა სოლომონს პავლიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ, მგვ-ის განხორციელების მიზნით, 2020 წლის 25 მაისს მიიღო ოთხი ტექნიკური რეგლამენტი: „ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ”, „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ”, „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ” და „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ”.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება