23.სექტემბერი .2022 23:00

1 კგ - 1 ლარი - Polyvim-მა რუსთავში პლასტმასის ბოთლის ნარჩენის შეძენა დაიწყო

1 კგ - 1 ლარი  - Polyvim-მა რუსთავში პლასტმასის ბოთლის ნარჩენის შეძენა დაიწყო
views 1420
უკან

კომპანია Polyvim-მა რუსთავში პლასტმასის ბოთლის ნარჩენის შეძენა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც Bm.ge-ს კომპანიაში განუმარტეს ქარხანა დღიურად 20 ტონა პლასტმასის ბოთლის გადამუშავებას ახერხებს.

კომპანიაში ამბობენ, რომ 1 კილოგრამი პლასტმასის ბოთლის ჩაბარება 1 ლარი ეღირება.

"აღნიშნულის შესახებ გადამუშავებადი მასალების დახარისხების და სეპარირებულად შეგროვების მნიშვნელობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოში, რაც განპირობებულია საზოგადოებაში არასაკმარისი ცოდნით ნარჩენების ღირებულებისა და გადამმუშავებელი ინდუსტრიის არსებობის გარემოსდაცვით და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე. ამ კუთხით თავისი როლის შესასრულებლად, შპს "პოლივიმი" ქალაქ რუსთავში იწყებს კამპანიას სახელწოდებით „იყავი პირველი“ – ფიზიკური პირებისგან ნარჩენის გარკვეული საფასურის სანაცვლოს შესაგროვებლად. კამპანიის მთავარი მიზანი იქნება რუსთავში მცხოვრებელთათვის ნარჩენების ღირებულების გაცნობა და საზოგადოების ჩართვა სხვადასხვა გამოწვევების მეშვეობით.

პროექტის ძირითადი მონახაზი ასეთია: ამ გეგმის მიხედვით, "პოლივიმი" განათავსებს შემგროვებელ პუნქტს რუსთავში მდებარე "პოლივიმის" ობიექტში, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ, ერთი კგ პლასტმასის ბოთლის ჩაბარება ერთი ლარის სანაცვლოდ.

პროექტის მეორე ეტაპზე, ყოველკვირეული შეგროვების პუნქტი განთავსდება ქალაქ რუსთავშიც, მათთვის, ვისაც არ შეეძლება საწარმოში ნარჩენის ტრანსპორტირება.

კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსთავის მედიაარხებთან, ასევე სამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა შევძლოთ ამ გეგმის განხორციელება ისე, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ რუსთავის მოსახლეობას", - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: "პოლივიმის" საწარმო რუსთავში მდებარეობს, სადაც აღნიშნული ნარჩენის გადამუშავება ხდება.