მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„1 ლარის სუბსიდირებამ სტიმული მისცა 15,7 ლარის ინვესტიციას“ – სახელმწიფო პროგრამის შედეგები

611cca50b659d
ვიქტორია მღებრიშვილი
18.08.21 14:00
1023
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ი „აწაროე საქართველოში“ განხორციელებული პროგრამების შედეგებთან ერთად, სააგენტოს მიერ "ინდუსტრიული ნაწილის ტექნიკური მხარდაჭერისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების" შედეგების ეფექტიანობის კვლევასაც ასაჯაროებს, რომელიც კომპანიამ „ბიდიო“ გააკეთა.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ბენეფიციარების 89% პროგრამის გარეშე ბიზნესის დაწყებას/არსებულის გაფართოვებას ვერ შეძლებდა ან გაუჭირდებოდა.

„აღნიშნული კვლევის თანახმად გამოვლინდა, რომ ერთმა სუბსიდირებულმა ლარმა სტიმული მისცა 15.7 ლარის ინვესტიციას, კერძო სექტორის მხრიდან და ასევე, იგივე სუბსიდირებულმა ლარმა ბიუჯეტში გადასახადების სახით შემოიტანა 5.04 ლარი და შექმნა 8.7 ლარის მთლიანი შიდა პროდუქტი. (ბიდიოს კვლევა: https://bit.ly/3k4brFM )“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.