მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 მაისი - შრომის საერთაშორისო დღე, შესაძლოა, საქართველოში უქმედ გამოცხადდეს

5df75d4a5825b
ინგა მურუსიძე
16.12.19 14:45
2245
1 მაისი -  შრომის საერთაშორისო დღე, შესაძლოა, საქართველოში უქმედ გამოცხადდეს, - აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს განიხილავს.

კანონპროექტის ავტორები დეპუტატები ბექა ნაცვლიშვილი და გია ჟორჟოლიანი არიან.

„კანონპროექტის მიზანია, შრომის საერთაშორისო დღე - 1 მაისი საქართველოს კანონმდელობით გამოცხადდეს უქმე დღედ. აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება გამოხატულება სახელმწიფოს მხრიდან შრომის და მშრომელი ადამიანების პატივისცემის. ამავდროულად, ეს წარმოადგენს აღიარებას შრომის, როგორც საზოგადოების და ქვეყნის განვითარების ძირითადი ინსტრუმენტის. ამასთან ერთად, 1 მაისის უქმე დღედ გამოცხადება წარმოადგენს სოლიდარობის გამოხატულებას, როგორც ქვეყნის შიგნით მშრომელი ადამიანების მიმართ, ასევე საერთაშორისო დონეზე. პირველი მაისი საერთაშორისო მნიშვნელობის დღეა. ამის დადასტურებაა სწორედ ის, რომ ევროპული ქვეყნების უმეტესობაში 1 მაისი უქმე დღედაა გამოცხადებული“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ორგანულ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით წარდგენილ პროექტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტზე იურიდიულ საკითხთა და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტებმა დადებითი დასკვნა გასცეს.