მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 მილიონი ევრო უკვე გადავრიცხეთ უკრაინის დასახმარებლად - Bolt

621f78be87e7e
ინგა მურუსიძე
02.03.22 18:05
938
კომპანია Bolt-ი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და იმ ნაბიჯების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც უკვე გადაიხადა. კომპანიის სოციალური ქსელის ქართულ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომ ნაცვლად პოსტებისა, Bolt-ი კონკრეტულ ნაბიჯებზე გადავიდოდა.

„ბოლო დღეებში, გადავწყვიტეთ უბრალო პოსტების ნაცვლად, მოქმედებაზე გადავსულიყავით. აი, რაზე ვიმუშავეთ: უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, Bolt-ის ყოველი შესრულებული შეკვეთიდან ევროპის რეგიონში, 5%-ს უკრაინის დამხმარე არასამთავრობო ორგანიზაციებში, მათ შორის, წითელი ჯვრის საზოგადოებაში გადავრიცხავთ.

მომავალი ორი კვირის განმავლობაში 5 მილიონ ევროს შევაგროვებთ. პირველი 1 მილიონი ევრო კი, გუშინ გადავრიცხეთ.
ამასთან ერთად:

— ჩვენ უკვე შევაჩერეთ Bolt-ის ოპერირება ბელარუსში;

— გავაუქმეთ Bolt Business თანამშრომლობა რუსული კომპანიების საკუთრების ქვეშ არსებულ იურიდიულ პირებთან საქართველოში;

— შევწყვიტეთ რუსული წარმოების პროდუქტების გაყიდვა Bolt Market-ში. გაყიდვიდან ამოღებული პროდუქცია ქველმოქმედებას მოხმარდა.

ერთად დავუჭიროთ მხარი უკრაინას“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.