მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 მლნ ინვესტიციით, "ბერტას" ბაზაზე, სადეზინფექციო საშუალებების საწარმო "ეკო ბოჰემია" გაიხსნა

5ebfd3407e899
თელარა გელანტია
16.05.20 16:00
3253
ქართულ ბაზარზე, თიბისის მხარდაჭერით, უმაღლესი ხარისხის ანტისეპტიკური და სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი შპს „ეკო ბოჰემია“ იწყებს ფუნქციონირებას.

როგორც bm.ge-ის თიბისიდან აცნობეს, მხარდაჭერის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლნ ლარია.

საწარმოში, რომელიც წეროვანში მდებარეობს, 45 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. საწარმოს წარმადობა თვეში 400 ტონა პროდუქტია. აქედან 200 ტონა ხელის ანტისეპტიკები, 200 კი - სადეზინფექციო საშუალებებია. პროდუქცია ამჟამად მხოლოდ საქართველოს ბაზარზე ვრცელდება, თუმცა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე სამომავლოდ მისი რაოდენობის გაზრდა იგეგმება.

საწარმოს გააჩნია ISO სერტიფიკატი და ის აქტიურად თანამშრომლობს ლუგარის ლაბორატორიასთან. „ეკო ბოჰემიას“ პროდუქციას აქვს, როგორც ლუგარის ლაბორატორიის, ასევე სხვა აკრედიტებული ლაბორატორიების დასკვნა.

შპს „ეკო ბოჰემია“ საწარმო „ბერტას“ ბაზაზე შეიქმნა, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონში საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და ჰიგიენური საუალებების პირველი და უდიდესი მწარმოებელი იყო. საწარმოს გააჩნია საკუთარი ქიმიური და მიკრობიოლოგიური ლაბორატორია და აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ევროპული დანადგარებით.

ბიზნეს-რეესტრის თანახმად, "ეკო ბოჰემია" 2019 წელსაა რეგისტრირებული. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ჩეხეთის მოქალაქე ვაჟა კიკნაველიძეა; დირექტორი კი - ალექსანდრე ჭოლოკავა.