16.ნოემბერი .2022 10:00

₾1 მლნ-ზე მეტი კრედიტის უკანონოდ მიღებისთვის ცხრა ადამიანს პატიმრობა ემუქრება - საგამოძიებო სამსახური

₾1 მლნ-ზე მეტი კრედიტის უკანონოდ მიღებისთვის ცხრა ადამიანს პატიმრობა ემუქრება - საგამოძიებო სამსახური
views 1058
უკან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ცხრა პირის მიმართ დაიწყეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, კრედიტის უკანონოდ მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა კომერციულ ბანკში, შეავსეს სესხის განაცხადები, რომლებშიც დააფიქსირეს მცდარი ინფორმაცია მათი ფინანსური მდგომარეობის შესახებ. დამატებით, მათ წარადგინეს ყალბი ცნობები ფულადი გზავნილების თითქოსდა მიღების თაობაზე, რა გზითაც უკანონოდ მიიღეს ჯამში 1 მილიონ ლარზე მეტი.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა