მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“1 ნოემბრამდე დარიგდება” - ოზურგეთის ბაღების სააგენტომ 11 ტონა კარტოფილი და 2.4 ტონა ზეთი იყიდა

5f9d433cf3d81
შოთა ტყეშელაშვილი
31.10.20 16:15
854
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მიერ ჩატარებული გამარტივებული შესყიდვის შესახებ ინფორმაცია. დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებულმა უწყებამ 60,853 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტები იყიდა, რომელიც გამარტივებული შესყიდვის განაცხადის თანახმად, ბაღების აღსაზრდელების ოჯახებზე დარიგდება. განაცხადის მიხედვით, დაფასოებული საკვები ბენეფიციარებს 1 ნოემბრამდე გადაეცემათ.

“შესყიდვის საჭიროება განპირობებულია იმით, რომ ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდსიტუაციის გამო სასწავლო პროცესი დაიწყო მოგვიანებით 2020 წლის 15 ოქტომბერს, რომელიც შეწყდა 2020 წლის 19 ოქტომბერს, ცენტრის 11 ფილიალში დაფიქსირებული ბავშვთა ინტოქსიკაციის გამო, რომლის გამომწვევი მიზეზის შესწავლა მიმდინარეობს დღემდე, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი თუ როდის განახლდება საბავშვო ბაღებში სასწავლო სააღმზრდელო პროცესი, შესაბამისად, ცენტრი გეგმავს აღნიშნული საკვები პროდუქტები ფილიალების შესაბამისად გადაეცეს ცენტრის აღსაზრდელებს (მშობლებს).

აღნიშნული პროდუქტების შესყიდვა ცენტრის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მიხედვით ექვემდებარება ელექტრონული ტენდერით შესყიდვის პროცედურებს, ხოლო ამ ეტაპზე შესყიდვა უნდა განხორციელდეს შემჭიდროებულ ვადებში (2020 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით აღნიშნული საკვები პროდუქტები უნდა გადაეცეთ აღსაზრდელებს)", - ნათქვამია შესყიდვის განაცხადში.

შესყიდული საქონლის ჩამონათვალი ასეთია:

1. მაკარონი - 2404 კგ.
2. ვაშლი - 1500 კგ.
3. ბრინჯი - 2404 კგ.
4.ორცხობილა (პეჩენია) - 1202 კგ.
5. შაქარი - 2404 კგ.
6. წიწიბურა - 2404 კგ.
7. მცენარეული ზეთი - 2404 ლტ.
8. კარტოფილი - 11000 კგ.

მსგავსი კატეგორიის შესყიდვა განახორციელა ბათუმის სოციალურმა სააგენტომ, რომელმაც 288,000-ლარის სურსათი იყიდა. განაცხადის თანახმად, ის ბენეფიციარებს 1-5 ნოემბერს დაურიგდებათ.