26.აგვისტო .2020 12:00

1 ოქტომბრიდან საბავშვო ბაღები გაიხსნება

views 975
უკან

1 ოქტომბრიდან საბავშვო ბაღები გაიხსნება, ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

„ჩვენ მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბაღების გახსნასთან დაკავშირებით. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, ეტაპობრივი მიდგომა მობილობის შესამცირებლად უკიდურესად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, როგორც ცნობილია, 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, ხოლო 2 კვირის შემდეგ, 1 ოქტომბრიდან - საბავშვო ბაღები“, - განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი სასწავლებლების გახსნასთან დაკავშირებითაც.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა