14.მარტი.2019 20:00
ეკონომიკა

1 სექტემბერი - ამ თარიღის შემდეგ, სავარაუდოდ, „ელიავას ბაზრობა“ უკანონოდ გამოცხადდება და დაიშლება

1 სექტემბერი - ამ თარიღის შემდეგ, სავარაუდოდ, „ელიავას ბაზრობა“ უკანონოდ გამოცხადდება და დაიშლება
2019 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ, დედაქალაქის ათასობით მოვაჭრის ბიზნესი გაქრობის წინაშე დგება, რადგანაც ახალი კანონპროექტის მიხედვით, სწორედ ამ თარიღიდან უნდა გამოცხადდეს თბილისის საცხოვრებელ ზონაში რიგი დასახელების პროდუქტებით, მათ შორის მეორადი საბურავებით, ჯართით და აალებადი ნივთიერებებით ვაჭრობა უკანონოდ. აკრძალვა გაქრობით პირველ რიგში ელიავას, ისნის, და სხვა ავტონაწილების ბაზრობებს ემუქრება. 

კანონპროექტი ამ დარღვევისთვის ჯარიმებსაც ითვალისწინებს, რომლებიც მინიმუმ 500 ლარიდან იწყება.

“თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ - გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით,” - წერია კანონპროექტში.

ამ ქმედების განმეორებისთვის კანონი ფიზიკური პირები - 1000 ლარით, იურიდიული პირები კი, 3000 ლარით დაჯარიმდებიან. მაქსიმალური სანქცია კი, 6000 ლარს შეადგენს.

დოკუმენტის მიხედვით, თბილისის საკრებულოს ევალება, რომ 2019 წლის პირველ ივლისამდე განსაზღვროს მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსების ან/და რეალიზაციის წესი.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, შესაბამისი ცვლილების გატარების რეკომენდაცია გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა გასცა, რაც შემდგომში ქალაქის მთავრობამაც გაიზიარა.

ამას გვკარნახობს გენერალური გეგმა. გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა პირდაპირ ჩაწერა, რომ საცხოვრებელი ზონების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ. ერთ-ერთი ნათელი მაგალილთი არის "ელიავას ბაზრობა", რომელიც არის საცხოვრებელი ზონა, უამრავი ადამიანი ცხოვრობს და იქ პირდაპირ ხდება ასეთი მასალების, აი რაც ჩამოვთვალე, მათი რეალიზაცია - ყიდვა, გაყიდვა და ასე შემდეგ, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოს თვალსაზრისით, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და მთლიანად ქალაქისთვის. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა იქნეს დარეგულირებული.

ის, რაზეც მე ვსაუბრობდი, რომ გარკვეული ბუფერული ზონები უნდა შეიქმნას, საცხოვრებელ ადგილებს შორის. დღეს ასეთი ზონები არ არსებობს და მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია აღწეროს ისეთი ტერიტორიები, სადაც გროვდება დამაბინძურებელი ნივთიერებები და უფლებრივი ზონების მიხედვით აკრძალოს კონკრეტული სახის საქმიანობა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც გარემოსთვის ასევე ადამიანების ჯანმრთელობისთვის,” - განაცხადა კალაძემ.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

24.მაისი.2019 00:20
54

ტექნოლოგიურ ომს ჩინეთს იაპონიაც უცხადებს

ვრცლად
23.მაისი.2019 23:20
99

"საბანკო რეგულაციების გამო გარკვეულ ოპტიმიზაციას და გადაწყობას ჰქონდა ადგილი"

ვრცლად
23.მაისი.2019 22:35
603

პრემიერი: ქვეყნის ბიუჯეტი 150 კომპანიაზეა დამოკიდებული

ვრცლად
23.მაისი.2019 22:20
88

ქართულ ფურისულას გერმანიაში მედიკამენტების დასამზადებლად გამოიყენებენ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:12
138

მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობაზე: ეს კიბო ერთხელ და სამუდამოდ მოვაშორეთ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:01
147

მამუკა ბახტაძე: ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა, ვუყურებთ, რა არის კურსი

ვრცლად