მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“1 თვეში რა იცვლება თუ ახლა არ ვხსნით საზღვრებს?” - მაია სიდამონიძე

5efce857f1f99
BM.GE
01.07.20 23:45
2115
ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ვიდრე ჩვენ? გერმანია, ჩეხეთი და ა.შ. გამოდის ნაკლებად ზრუნავენ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ვიდრე საქართველო, – ამის შესახებ ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა მაია სიდამონიძემ განაცხადა.

"და ერთ თვეში რა იცვლება თუ ეხლა არ ვხსნით საზღვრებს? აწი რეალური მოლოდინი რისი უნდა გვქონდეს? არის ეს კითხვები ინდუსტრიაში და ერთმანეთს ვეკითხებით და პასუხიც არავის გააჩნია. დღეს ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაცია და მოლოდინი, ინტენსიური კომუნიკაცია და შუამდგომლობა საბანკო სექტორთან სექტემბრიდან სესხების 2021 წლის მაისამდე გადავადების შესახებ. არავის გვაქვს ილუზია რომ ტურისტული მიმოსვლა განახლდება მალე, მაგრამ ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე", – ამბობს სიდამონიძე.