მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 000 ავარიული შენობის ჩანაცვლება 4 წელში შეუძლებელი იქნება, მაგრამ მთავარია, პროგრამა დაიდო - კალაძე

616fc3edaea0d
ვიქტორია მღებრიშვილი
20.10.21 11:25
963
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მერიის მიერ წადგენილი ავარიული შენობა-ნაგებობების განახლების პროგრამით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ასეთ სახლებში ცხოვრობენ, გადასახდელი არაფერი ექნებათ და შენობების განახლების ხარჯებს სრულად მერია დაფარავს. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ 4 წელიწადში 10 000-მდე შენობა-ნაგებობის განახლება შეუძლებელია, თუმცა ეს პროგრამა შემდგომ ხელისუფლებასაც დარჩება.

„თბილისელებს ძალიან მნიშვნელოვანი - ავარიული სახლების პროგრამა წარვუდგინეთ. დიახ, ეს დედაქალაქში ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. 10 000-მდე შენობა-ნაგებობაა ქალაქში, რომელსაც სხვადასხვა ავარიულობის კატეგორიის ხარისხი აქვს მინიჭებული. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც ამ შენობებს წლების განმავლობაში ამაგრებდა და დავდეთ პროგრამა, რომლის საშუალებითაც მომდევნო წლებში ამ სახლების ჩანაცვლება, განახლება, მოწესრიგება უნდა მოვახდინოთ ისე, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ერთი თეთრი არ დაუჯდებათ. ყველა ხარჯს თავის თავზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტი იღებს. მათ არაფერი ექნებათ გადასახდელი. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ამ ადამიანებს დროებით, ქირით გავიყვანთ და 2 წელში სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ისინი გარემონტებულ სახლებში დაბრუნდებიან.

ცხადია, 10 000 ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება 4 წელში შეუძლებელი იქნება, მაგრამ აქ მთავარია, რომ პროგრამა თავისი წესებით, რეგულაციებით დაიდო, რომელიც მომდევნო ათეულობით წლის განმავლობაში მთავრობებს შესაძლებლობას მისცემს, ერთხელ და სამუდამოდ ეს მოძველებული საბჭოთა ავარიული შენობა-ნაგებობები, ქართული ახალი შენობა-ნაგებობებით ჩანაცვლდეს", - განაცხადა კალაძემ.