კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე აცხადებს, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ფასი მშენებარე უძრავ ქონებაზე 15%-მდე გაიზარდა, უახლოეს მომავალში კი ის მინიმუმ კიდევ 10%-ით გაძვირდება.
„საქმიან დილაში“ სტუმრობისას ორთოიძემ აღნიშნა, რომ სამშენებლო მასალის წილი თვითღირებულების დაახლოებით 70%-ია, რის გამოც ბიზნესი „იძულებულია“ ფასი გაზარდოს. ორთოიძე ფიქრობს, რომ ფასის ნახტომისებური ზრდას ბაზარი ვერ გაუძლებს, ამიტომ კომპანიები ამ ეტაპზე გაზრდილ ღირებულებას მოგების შემცირების ხარჯზე აკომპენსირებენ.
„ფასის შემადგენელი ძირითადი კომპონენტებია მიწა და მშენებლობის ხარჯი, მიწის შემთხვევაში თუ ფიქსირებული აქვს კომპანიებს ხარჯი, მშენებლობის მასალების ფასები საკმაოდ გაძვირდა. ჯერ კიდევ გასულ წელს ვსაუბრობდით ამაზე ინფლაციის პროცესების გათვალისწინებით, რასაც წელს დაემატა ომი და ამან დამატებით კიდევ გააძვირა მასალა.
ბაზარი არ მიყვება იმ ტემპით, რა ტემპითაც იზრდება თვითღირებულება, კომპანიებს გვიწევს მარჟების შემცირება. ამ წლის განმავლობაში დაახლოებით 10-15%-ით მოგვიწია ფასების გაზრდა, რომელიც ისედაც დაგეგმილი იყო.
უძრავი ქონების ფასის ზრდა ცუდი არ არის, ეს გარკვეულ ეკონომიკურ სტაბილურობას ნიშნავს, თუმცა არა ამ ტემპით, უბრალოდ იძულებულები ვართ რომ გავზარდოთ, რომ თვითღირებულებას გავყვეთ. სამშენებლო მასალებს უჭირავს 70% საერთო ღირებულებაში, მარტო წელს 20-25%ით არის გაძვირებული. გუშინ რომ დაფიქსირებული იყო რაღაც ღირებულებაში ესა თუ ის მასალა, დღეს შეცვლილია. ომის დაწყების დროს რომ იყო ისეთი აგრესიული ახლა აღარ არის ზრდა, თუმცა ისევ გრძელდება.
ბაზარი სწრაფ ზრდას ვერ გაუძლებს, თუმცა დღესაც რომ შეჩერდეს მასალებზე ფასის ზრდა გარდაუვალია, რომ კიდევ 10%-ით არ გაძვირდეს გამომდინარე გასული წლის და ამ წლის დასაწყისის ფასების მატებიდან, შესაბამისად ვარაუდობთ, რომ კარგ შემთხვევაში კიდევ 10%-ით, ცუდ შემთხვევაში კი უფრო მეტით გაიზრდება ფასი.
მოთხოვნა სტაბილურად მზარდია, ერთი რომ ზოგადად კრიზისულ პერიოდს ახლავს ეს, ვიცოდით რომ მოთხოვნა გაიზრდებოდა, მეორე ფასების მატებაც ასტიმულირებს მოთხოვნას და მესამე ფაქტორი ეს არის მისი საინვესტიციო უპირატესობა. უძრავი ქონება განიხილება ფულის დაბანდების ყველაზე ნაკლებად რისკიან და მეორე მხრივ ყველაზე სარგებლიან აქტივად“ - განაცხადა ორთოიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება