მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 ბალიდან ჩვენს განათლების სისტემას მხოლოდ 2 ქულით შევაფასებდი - ქადაგიძე

60717c99ded96
ინგა მურუსიძე
10.04.21 16:20
2142

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოში, განათლების სისტემაში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს.

საკითხზე მან #BMGDRIVE-ში სტუმრობისას ისაუბრა და თქვა, რომ აუცილებელია მთავრობამ ამ პრობლემას თვალი გაუსწოროს და თანმიმდევრული პოლიტიკა გაატაროს. ქადაგიძე აღნიშნავს, რომ არსებულ ვითარებაში მთავრობის მხრიდან თვითკმაყოფილება იმის თაობაზე, რომ მაგალითად "კომაროვის" სკოლის მოსწავლეები წარმატებებს აღწევენ არის რეალობას აცდენილი, რადგანაც ეს სასწავლებელი მთლიანად სასკოლო სისტემაში არსებულ ვითარებას არ ასახავს. 

„10 ბალიანი სისტემიდან ჩვენი განათლების სისტემას მხოლოდ 2 ქულით შევაფასებდი. შეიძლება წერა-კითხვა ვიცოდეთ და ესეც სათუოა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, პესიმიზმის საფუძველი გვაქვს, რადგან განათლების სისტემა კატასტროფულს მდგომარეობაშია.

ამ დროს კი გამოდიან სისტემის მესვეურები და კმაყოფილებაზე საუბრობენ, მიღწეულ პროგრესზე, რაც ცალკე დიდი ამბავია. ბოლო 10 წელიწადში განათლების მინისტრის პოსტზე ყოფნის საშუალო ვადა არის 11 თვე და საერთოდ, რაზე ვლაპარაკობთ? სკოლაზე აღარაფერს ვამბობ. არგუმენტად მოყავთ ხოლმე კომაროვის სკოლის მიღწევები. რა თქმა უნდა ერთეულები ყოველთვის არიან, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს საშუალო სტატისტიკურ მოსწრებაზე“, - ამბობს ქადაგიძე.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში საშუალო განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას ინგლისური ენის სწავლების გაძლიერება უნდა წარმოადგენდეს.

"უმაღლესი განათლება ყოველთვის იყო მდიდარი ქვეყნების ფუფუნება, თუმცა ახლა უკვე უნივერსისტეტებში სწავლა შეუძლიათ ნებისმიერი ქვეყნის სტუდენტებს, გაცილებით იაფად და სახლიდან.

ამისთვის საჭიროა მონდომება და სამი წელი. ახლანდელმა მე-9 კლასელმა რომ დაიწყოს, სამ წელიწადში ყველა მე-12 კლასელს ინგლისური ეცოდინება და ისწავლის მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში,"- ამბობს ქადაგიძე და დასძენს, რომ პრობლემები საკმაოდ რთულია, თუმცა, რეალური მონდომების შემთხვევაში მათი გადალახვა შესაძლებელია.